მომსახურების პირობები
ეს წესები და პირობები არის იურიდიულად მავალდებულებელი შეთანხმება „ამიგურუმი თბილისსა“ (ი/მ თამარ ბარნაბიშვილი, პ/ნ 01005021125, შემდგომში „მაღაზია“) და ყველა იმ მომხმარებელს შორის, რომელიც იძენს „მაღაზიაში“ სათამაშოს ან/და მომსახურებას (შემდგომში „მომხმარებელი“).
ამ ვებგვერდის გამოყენებით „მომხმარებელი“ ადასტურებს, რომ ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს.
მუხლი 1. ინტელექტუალური უფლებები
1.1. „მაღაზიის“ ვებგვერდზე განთავსებული ლოგო, ფოტოები, პროდუქციის დიზაინი, აღწერა, სერვისები, სახელწოდება „ამიგურუმი თბილისი“ არის „მაღაზიის“ საკუთრება და დაცულია კანონით. ამრიგად, მისი გამოყენება „მომხმარებელს“ მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის შეუძლია და არ აქვს უფლება გადაამუშავოს, გადათარგმნოს, გაყიდოს ან/და ანაზღაურებადი მიზნებისთვის გამოიყენოს იგი.
მუხლი 2. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
2.1. ამ ვებგვერდის გამოყენებით „მომხმარებელი“ ეთანხმება „მაღაზიისაგან“ მიიღოს მოკლე ტექსტური შეტყობინებები ტელეფონზე ან/და წერილები ელფოსტაზე, მის შეკვეთასთან დაკავშირებით.
2.2. ამ ვებგვერდზე რეგისტრაციის ან/და შეკვეთის განთავსების გზით „მაღაზიისთვის“ გადმოცემული პერსონალური ინფორმაციის (შემდგომში „პერსონალური ინფორმაცია“) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია „მაღაზია“;
2.3. „მაღაზია“ უფლებამოსილია დაამუშავოს „პერსონალური ინფორმაცია“, გაუგზავნოს „პერსონალური ინფორმაციის“ მფლობელს სარეკლამო შეტყობინებები მობილურ ტელეფონზე და ელ-ფოსტაზე.
2.4. „მაღაზია“ უფლებამოსილია დაამუშავოს „პერსონალური ინფორმაცია“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით;
2.5. „მაღაზია“ უფლებას იტოვებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნით ან/და სამართლებრივ დავებში საკუთარი ინტერესების დასაცავად, ან/და „მაღაზიის“ რეორგანიზაციის, შერწყმის ან გაყიდვის შედეგად გადასცეს „პერსონალური ინფორმაცია“ მესამე პირებს;
მუხლი 3. შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება
3.1. „მომხმარებელი“ პასუხისმგებელია შეკვეთის განთავსებისას მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე. ამ ინფორმაციაში ხარვეზის გამო არასწორად შესრულებულ შეკვეთაზე პასუხისმგებელია თავად „მომხმარებელი“ და არა „მაღაზია“;
3.2. „მომხმარებელი“ უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა ამ შეკვეთის მიტანის თარიღამდე 1 (ერთი) კალენდარული დღით ადრე მაინც, თუმცა თუკი შეკვეთა ამ დროისთვის უკვე გამოგზავნილია „მაღაზიის“ მიერ, მაშინ „მომხმარებელს“ თანხა დაუბრუნდება შეკვეთის მიტანის და უკან დაბრუნების თანხის გამოკლებით, „მაღაზიის“ მიერ შეკვეთის უკან მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
მუხლი 4. ვებგვერდზე რეგისტრაცია
4.1. "მომხმარებელი" უფლებამოსილია გაიაროს რეგისტრაცია ვებგვერდზე შეკვეთების განსათავსებლად და სამართავად, ან გააფორმოს შეკვეთა რეგისტრაციის გარეშე, ვებგვერდის სტუმრის რეჟიმში.
4.2. "მომხმარებლის" მიერ რეგისტრაციისას გადმოცემულ მონაცემებზე მოქმედებს "მაღაზიის" კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც გათვალისწინებულია ამ წესებისა და პირობების მე-2 მუხლით.
4.2. "მომხმარებელი" უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გააუქმოს რეგისტრაცია, რისთვისაც უნდა მოგვმართოს ელფოსტაზე: contact@amigurumi.ge რეგისტრაციისას გამოყენებული ელფოსტიდან წერილის გამოგზავნის გზით. "მომხმარებლის" პროფილის წაშლა განხორციელდება ელფოსტაზე სრულყოფილი მოთხოვნის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
5.1. ამ წესებისა და პირობების შესრულების ადგილია „მაღაზიის“ იურიდიული მისამართი: დიდი დიღომი, გ.ბრწყინვალეს 41;